გაკვეთილის გეგმები

გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს   გ ე გ მ ა
გაკვეთილის თემა

ფიგურების შესწავლა Word-ში
საგანი
ისტ

საგნის მასწავლებელი

ნარგიზა ქურდაძე
სწავლების საფეხური
დაწყებითი V კლასი

მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 25 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე არ არის .

გაკვეთილის მიზანი
მოსწავლე შეძლებს გეომეტრიული ფიგურების მოძებნას Word-ში ყოველ ჯერზე და ჩასვამს მათში შესაბამის ტექსტს უშეცდომოდ.
წინარე ცოდნა
მოსწავლემ იცის Word-ში ტექსტის აკრეფა და გეომეტრიული ფიგურების სახელწოდებები.
შესაბამისობა ესგ-თან
ის ტექნ.V.1 მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.

ის ტექნ.V.2 მოსწავლეს შეუძლია ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის გამოყენებისას. იცის ისტ-ის გამოყენება და აცნობიერებს  მის უპირატესობას.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
კომპიუტერი, სახელმძღვანელო.
აქტივობა 1.
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით გონებრივი იერიში, კითხვა პასუხის რეჟიმში. (7-8 წთ)
აქტივობა 2.
ბავშვებს ვურიგებ ფურcლებს, რომელზეც მისალოცი ბარათია წარმოდგენილი. ვუთითებ სად უნდა მოიძიონ ტექსტის გასაფორმებელი ფიგურები და როგორ გააფერადონ ფიგურები. (15წთ)
აქტივობა 3.
ბავშვები იწყებენ ტექსტის აკრეფას და ფიგურების ჩასმას ტექსტში სურვილის მიხედვით. შემდეგ ნამუშევარს არქმევენ სახელს და ინახავენ.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლე შეფასდება წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკით. (დანართი.1)
საშინაო დავალება

ღია ბარათის დამზადება Word-ში. (2წთ)





დ ა ნ ა რ თ ი 1
მიღწევის დონე
0-3
4-5
6-8
9-10
გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და ტექსტის ჩასმა
ამოიცნობს გარკვეულ გეომეტრიულ ფიგურებს
ამოიცნობს გეომეტრიულ ფიგურებს, მაგრამ ტექსტს  ვერ კრეფს
ამოიცნობს გარკვეულ გეომეტრიულ ფიგურებს ტექსტს  კრეფს სწორად , მაგრამ არ სვამს სათანადო ადგილას.
ამოიცნობს გეომეტრიულ ფიგურებს ტექსტს  კრეფს სწორად და  სვამს სათანადო ადგილას.



Комментариев нет:

Отправить комментарий